ტრენინგის მეცხრე დღე:
- ნაყოფიერად დასრულდა ინტელის ტრენინგი პროექტებით სწავლება.
- თითოეულმა მონაწილემ წარმოვადგინეთ პრეზენტაციები ჩვენს მიერ შექმნილი პროექტების შესახებ , რომლებიც ძალიან საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენი იყო და წარმატებებს ვუსურვებ თვითოეულ მონაწილეს.
- ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით და აქ მიღებული ცოდნით , ვინაიდან შეძენილ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
მადლობა ქალბატონ მანანას მშვიდი, თბილი და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის!
ტრენინგის მერვე დღე
- ტრენინგი დავიწყეთ ეფექტური სწავლის სტრატეგიების გაცნობით.
- შემდეგ რესურსებში ვნახეთ იტერნეტის გამოყენების უსაფრთხოების მეთოდები,
- ასევე ვნახეთ კითხვარები,
- შემდეგ გავეცანით ვებ გვერდების გამოყენებას.
- განვიხილეთ მეშვიდე მოდული.
- ვიმუშავეთ ჯგუფებში ეფექტური სტრატეგიების მეთოდებზე .
- ფაილები გადავიტანეთ ელექტრონულ ფოსტაზე და შემდეგ განვათავსეთ ბლოგზე ჩვენი პორტფოლიო.
- დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.
- დღევანდელმა დღემ, როგორც ყოველთვის საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.
ტრენინგის მეშვიდე დღე:
სასწავლო წიგნში გავეცანით
მოდული 6 : დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის ;
- გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას ;
- შევაფასეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ ;
- შევავსეთ დიფერენცირებისა და ტექნოლოგიების სამუშაო ფურცელი ;
- ვიმუშავეთ გეგმაში , შევავსეთ სასწავლო პროცედურები ;
- გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის V თავს: ინკლუზიური განათლება ;
მოდული 6 ; აქტივობა 1 ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება ; განმავითარებელი შეფასების გამოყენება: თვითრეგულირების უნარის განვითარებისათვის.მოსწავლეთა მხარდაჭერა- დოკუმენტები.შევქმენით შეფასების პროცედურების ფასილიტაციის პრეზენტაცია ;
ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია და უნარები შევიძინეტ1
ტრენინგის მეექვსე დღე
- გავიხსენეთ საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობა და განვამტკიცეთ ტესტებით
- გავეცანით და შევინახეთ ჩვენს დოკუმენტებში მოსწავლეთა განმავითარებელი თვითშეფასების რუბრიკა
- word-ის ფაილებში შევქმენით მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები.
- ასევე word-ის ფაილში შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის უკუკავშირი
- ვისწავლეთ ვიდეოების გაზიარება ბლოგზე
ტრენინგის მეხუთე დღე
- გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ კანონს
- გავეცანით შაბლონს ჩვენი ჟურნალის შესახებ და მოვარგეთ ჩვენს პროექტს
- პროექტის გეგმის შაბლონზე გავაგრძელეთ მუშაობა
მეოთხე დღე
დატვირთული და ამავე დროს საინტერესო დღის შემდეგ
- გავაგრძელეთ გეგმის შაბლონის შევსება
- გავეცანით შეფასების რუბრიკებს ,ცხრილებს ჩეკლისტებს
- შეუსაბამეთ ჩვენს პროექტს
- გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია
ტრენინგის მესამე დღე
დღევანდელი დღე საინტერესოდ წარიმართა
- მოვიძიეთ ესგ-ს სტანდარტები და შევუსაბამეთ ჩვენს სასწავლო პროექტს.
- განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები და შედეგები.
- გავეცანით სხვადასხვა სახის კითხვებს და შესაბამისად ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები პროექტთან მიმართებაში.
ტრენინგის მეორე დღე
- ბუკლეტების გაცნობა და შექმნა
- . გეგმის შაბლონის შევსება.
ტრენინგის პირველი დღე
დავიწყეთ 9 დღიანი ტრენინგი სახელწოდებით:
,,პროექტებით სწავლება"
- გავხსენით პორტფოლიო.
- გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.